გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2013-04-13 16:49:16
საქართველოს 100 მუზეუმი

ავტორები: ალექსანდრე ნონეშვილი, ამირან თავართქილაძე
ფორმატი 210X297
გვერდების რაოდენობა 176
გამოცემის თარიღი 2012
ყდა მაგარი+სუპერი

ქვეყანაში არსებული მუზეუმების რაოდენობა 100-ზე ბევრად მეტია, ხოლო ექსპოზიციებსა და ფონდებში დაცული ისტორიის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ამსახველი მასალების რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. საქართველოს ყველა მუზეუმის მხოლოდ ძირითად ექსპონატთა სრულად წარმოჩენას მრავალი ტომი დასჭირდებოდა. ამ გამოცემის ფორმატის გათვალისწინებით კი საქართველოს მხოლოდ 100 მუზეუმი შეირჩა. სამწუხაროდ, გამოცემაში ვერ მოხვდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ — აფხაზეთსა და შიდა ქართლის ცალკეულ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად მოუვლელი და უმოქმედოა.